საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი ბიტკოინის მიმართ ისევ კრიტიკულად არის განწყობილი

0
1959

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრის განცხადებით ბიტკოინის გამოჩენა საფინანსო სფეროში მხოლოდ 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს უკავშრიდება.

მანამდე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალური მენეჯერის აგუსტინ კარსტენის მიერ გაკეთებული განცხადებთ, ბიტკოინი “ეკონომიკურ ბუშტს” წარმოადგენდა. ის საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ.

აგუსტინ კირსტენის აზრით, ბიტკოინის გამომგონებელმა, სატოში ნაკამტომ 2008 წელს შექმნილი ფინანსური კრიზისით ბოროტად ისარგებლა.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ გაცილებით უფრო რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა, ვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკი.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის არაეფექტურობაზე საუბრობდა. საქმე ეხებოდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ეგიდით წარმოდგენილ ორ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშსს.

“ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის ნებისმიერი ნაბიჯი საფუძვლიანად უნდა იყოს გააზრებული. შემდგომი კვლევა საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ეფექტზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ზედამხედველობას ითვალისწინებს. ტარიფებისა და სხვა აქტივების ფასების გავლენა მეტწილადად უცნობია და ასევე იმსახურებს შემდგომ კვლევას”,- აღნიშნული იყო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი