Google G Suite-ის Twitter-ის გვერდი მომხმარებელს ბიტკოინების საჩუქრად გადაცემას სთავაზობდა

0
2156

Google G Suite-ის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ Google-ი მომხმარებელს ბიტკოინს საჩუქარად გადასცემდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Next Web-ი ავრცელებს.

როგორც გაირკვა, შეთავაზება თაღლითობის შემთხვავა აღმოჩნდა. G Suite Twitter-ის ანგარიში დაიჰაკა, ინფორმაცია კი ტყუილი გამოდგა. მას შემდეგ, რაც G Suite-ს 800.000 მიმდევარი გამოუჩნდა შეტყობინება 10 წუთში წაიშალა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებაში ეწერა, რომ G Suite-ი კრიპტოვალუტით გადახდას სისტემას თანხმდებოდა.

ამ დროისთვის Google-ი პრესის შეკითხვებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ Google-ის მიერ რეკლამის აკრძალვის შემდეგ სექტემბერში კომპანიამ კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამის განთავსება კვლავ დაუშვა.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ოქტომბრიდან Google-ი დაუშვებდა რეგისტრირებული კრიპტოვალუტის ბირჟების რეკლამის განთავსებას Google AdWords-ის პლატფორმაზე.

მანამდე კი, მარტში Google Adwords-ზე კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამები დაიბლოკა. Google-მა აკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანი კრიმინალური საქმიანობისგან, უფრო კონკრეტულად კი მომხმარებლის თაღლითობისგან დაცვა იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი