რუსეთის საკანონმდებლო ორგანო stablecoin-ის გამოშვებას აანონსებს

0
2380

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის საკითხი განიხილება. მედიისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ციფრულ ვალუტას ზურგს რუბლი გაუმაგრებს.

კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი აქსაკოვის განცხადებით, კრიპტოვალუტა რუბლზე იქნება დაფუძნებული. დეპუტატმა განმარტა, რომ აღნიშნული მონეტა Blockchain-ზე იქნება დაფუძნებული და ერთი რუბლი ერთი stablecoin-ის ექვივალენტი იქნება.

პრესკონფერენციაზე აქსაკოვმა stablecoin-ის შესახებ უფრო ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომხმარებელს შეეძლება კრიპტოვალუტის მიღება იმ შემთხვევაში, თუ საბანკო ანგარიშზე თანხა ექნება. stablecoin-ს შეძენა მომხმარებელს 1:1-ის პროპორციით შეეძლება.

თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ კრიპტოვალუტა ცენტრალური ბანკის მიერ გაიცემა, რადგან stablecoin-ი სახელმწიფო ვალუტით იქნება მხარდაჭერილი.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დასაწყისში რუსეთის დუმაში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის გამოშვების შესახებ მსჯელობა დაიწყო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის შუა პერიოდში stablecoin-ი მიმოქცევაში გაეშვება.

ოქტომბრის დასაწყისში კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა სახელმწიფო ვალუტით, იუანით მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის, stablecoin-ის შექმნის საკითხს განიხილავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი