რიპლის კურსი უმნიშვნელო ფასის რყევას განიცდის, თუმცა მოსალოდნელია ზრდის ტენდენციაც

0
4318

რიპლის კურსი მცირე რყევებს განიცდის. გუშინ ალტკოინის ფასი 0.52%-ით შემცირდა. 23 ოქტომბერს რიპლიზე ვაჭრობა 0.45 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.47 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.44 დოლარი იყო. დღის ბოლოს კი ვაჭრობა 0.46 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი 0.37 დოლარის ნიშნულზე დაეცემა ეს ფასის კლების აშკარა ნიშანი იქნება. თუმცა მოსალოდნელია, რომ ალტკოინმა კურსი ჯერ 0.55-ზე, ხოლო შემდეგ 0.62 დოლარამდე გაზარდოს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

გუშინ, ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 447 დოლარზე გაიხსნა. დღის მანძილზე ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 449 დოლარაზე დაფიქსირდა, ხოლო კურსის ყველაზე დაბალი პოზიცია 438 დოლარს შეადგენდა. ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 442 დოლარაზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის კურსი 11 სექტემბრიდან კურსის კლებას აჩვენებდა და ანალიტიკოსები იმასაც მოელოდნენ, რომ ფასი 300 დოლარზე დაეცემოდა, თუმცა მათი ეს პროგნოზი არ გამართლდა.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ ფასების მოძრაობას დააკვირდნენ და კურსის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი