Blockhain ინვესტორმა ვინი ლაინგმანმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ფასები გაიზრდება, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრები საჭიროებენ წინა მოცულობების აღდგენას.
“ახლა მსოფლიო ელოდება რაიმე სახის სარგებელს, ეს არის პერიოდი, როდესაც ხალხი რეალურად დაიწყებს კრიპტოვალუტის გამოყენებას”,-აღნიშნა ვინი ლაინგმანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობები ბიტკოინის უარყოფის პოზაში დგანან, რათა მათ ეშინიათ იმის, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციულ ვალუტას საფრთხეს შეუქმნის. ინვესტორი ასევე დასძენს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული კრიპტოვალუტის საკითხი გარდაუვალია.
“ყველა ქვეყანა გამოსცემს საკუთარ კრიპტოვალუტას. ეს საინტერესო პროცესი იქნება და ეს აუცილებლად მოხდება”,-განაცხადა ინვესტორმა.
შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში ვინი ლაინგმანმა განაცხადა, რომ ბიტკოინი “უკეთესი ფული” იყო, ვიდრე ეთერიუმი. ამასთანავე, ტექ-ინვესტორმა ტომ ლიმ რამდენიმე თვის წინ აღნიშნა, რომ ეთერიუმის კურსი 2019 წელს 1.900 დოლარის ნიშნულს მიაღწევდა.