ამ ეტაპზე ანალიტიკოსები პოზიციების შენარჩუნებას რეკომენდირებენ

0
1416

გუშინ, კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირებას განიცდიდა. ამასთანავე, ბოლო პერიოდია ლაიტკოინის ფასი 49-სა და 69 დოლარს შორის მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსი 40 დოლარამდე დაიწევს ეს ფასის კლების პირველი ნიშანი იქნება, რადგან ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა 50 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ლაიტკოინის კურსის ზრდის ტენდენცია ერთადერთ შემთხვევაში დაფიქსირდება, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 69 დოლარის პოზიციას ასცდება. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ მომდევნო წინააღმდეგობა ლაიტკოინს 94 დოლარზე შეხვდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩეევენ, რომ ფასების მოძრაობას დააკვირდნენ და მხოლოდ კურსის ზრდის შემთხვევაში განახოციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება მონეროს: ბოლო ოთხი დღეა, რაც ალტკოინი 104 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, მონეროს შემდეგი სამიზნე 128 დოლარია.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მონეროს ფასი კლების ნიშნით წავიდა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი ჯერ 100-ზე შემდეგ კი, 81 დოლარაზე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მონეროს შემთხვევაშიც მხოლოდ ფასის მატების დროს ურჩევენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი