ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა: კრიპტოვალუტა და Blockchain-ი უნდა დარეგულირდეს

0
1728

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, ფინანსური ტექნოლოგიები, მათ შორის კრიპტოვალუტა და Blockchain-ი უნდა დარეგულირდეს არსებული მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისად.

ანგარიშში ხაზგასმულია ორივე ტექნოლოგიის პოტენციური გავლენა ბაზრებსა და ფასიანი ქაღალდების ვაჭრობაზე. ამასთანავე, ცალკე არის გამოყოფილი Blockchain-ის გამოყენების შემთხვევები ვაჭრობისა და ანგარიშსწორების კუთხით. საფონდო ბირჟა აღნიშნავს, რომ Blockchain ტექნოლოგიის სტრუქტურა ვაჭრობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად დადებითი გავლენებისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება რიგ შემთხვევებში ფინანსურ რისკს ზრდის. ამ მიზნით, საფონდო ბირჟა რეგულაციის ნორმების მუდმივად განახლების მომხრეა, თუმცა ამასთანავე, ითვალისწინებს მომხმარებლის დაცვის აუცილებლობასაც.

ციფრული ვალუტების შემთხვევაში, საფონდო ბირჟა აღნიშნავს, რომ მათი მნიშვნელობის სხვადასხვა ინტერპრეტაციამ გამოიწვია განსხვავებული მარეგულირებელი წესები.

საერთო ჯამში, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ციფრულ თუ რეალურ გარემოში მოღვაწე ბიზნესი უნდა დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი კონკურენცია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტოვალუტაზე რეგულაციის შემოღებას აპირებდა. ივლისში კი მედია აქტიურად წერდა, რომ ჰონგ-კონგის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი