უმსხვილესმა იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Sony-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მუშაობს Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე, რათა შეიქმნას კომპანიის ციფრული მართვის სისტემა.
ამ განცხადებას წინ უძღვოდა დაახლოებით ერთი წლის წინ გაკეთებული კომპანიის სხვა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, Sony-ი Blockchain პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან აპირებდა თანამშრომლობას.
პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ეს ახალი სისტემა Sony-სა და Sony Global Education-ის ადრე განვითარებულ სისტემაზეა დაფუძნებული, რომელიც ავტორიზაციის საკითხზე იქნება ორიენტირებული.
ბოლო დროს მსხვილი კომპანიები Blockchain ტექნოლოგიას უსაფრთხოებისა თუ ხარჯების შემცირების გამო აქტიურად ნერგავენ.
Sony-მდე ჩინურმა კომპანია Huawei-მ Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმა მომხმარებლების ინფორმაციის დაცვით მიზნით შექმნა. Blockchain ქსელი, როგორც Huawei აცხადებს, მუდმივად იწერს ყველა შემოწმების მაჩვენებელს, როგორიცაა მფლობელის პირადობის მოწმობა და ციფრული შინაარსის მნიშვნელობა.