15 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1739

ორშაბათს, 15 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარზე ფასების ზრდა დაფიქსირდა.

მძიმე დანაკარგების შემდეგ ბიტკოინის კურსმა ზრდა განაახლა. კრიპტოვალუტის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 6%-იანი ზრდა აჩვენა და საბოლოოდ კურსი 6.691 დოლარზე დაფიქსირდა.

ამასთანავე, კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 1.22%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო თვის მანძილზე ბიტკოინის კურსის მატება 2.6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 6%-ით გაიზარდა და საბოლოოდ ფასმა 213 დოლარი შეადგინა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ კრიპტოვალუტის კურსი 220 დოლარიდან 189 დოლარამდე შემცირდა. ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის ღირებულება 203 დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის დანაკარგი 6%-ს შედგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 210 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი