ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.
ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს. ჰაინანში ასევე გათვალისწინებულია კვლევითი ინსტიტუტის არსებობაც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰაინანის პროვინციის ინდუსტრიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანგ ჯაინგი აცხადებს, რომ პროვინცია საერთაშორისო დონის სპეციალისტებს მოიზიდავს.
“საპილოტო ზონა ვალდებულია მოიზიდოს Blockchain ტექნოლოგიის სპეციალისტები. ასევე უზრუნველყოს ტექნოლოგიის გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასაზღვრო ვაჭრობა, ინკლუზიური დაფინანსება და ა.შ.”,-აღნიშნა პროვინციის ინდუსტრიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს ადგილობრივი რესურსისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის Blockchain-ის კვლევითი ცენტრის ერთობლივ საწარმოს.
ცენტრის ხელმძღვანელმა ვანგ ჯაინგიმ ასევე აღნიშნა, რომ ზონა გააძლიერებს თანამშრომლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კვლევითი ინსტიტუტებს შორის.
მიუხედავად კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, ჩინეთი, როგორც ჩანს, კვლავაც მხარს უჭერს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სექტორში.