რიპლი 80 მილიონ დოლარს ფინანსური პროექტებისკენ მიმართავს

0
2746

რიპლი ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს. რიპლის ინიციატივა გულისხმოვს 80 მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და ფინანსური პროექტებისკენ.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ რიპლის პროგრამები ფოკუსირებულია მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის ასევე, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე.

როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული, განათლება ამ სფეროებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელმაც შემდგომში ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის, ფინანსების, კომპიუტერული მეცნიერების, პოლიტიკისა და სხვა საკითხების ფართო განვითარებასა და ინოვაციების მიღებას.

რიპლიმ უკვე ხელი შეუწყო Blockchain ტექნოლოგიის, კრიპტოვალუტისა და fintech-ის სფეროში ცნობიერების ამაღლებას. ამისთვის რიპლიმ 17 უნივერსიტეტში 50 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.

კენ ვებერი, რიპლის სოციალური პროგრამების განყოფილების თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია გლობალურ ფინანსურ სექტორში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს.

“ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საბანკო სფეროსა და გადასახადებში ინოვაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რაც გლობალურ ეკონომიკას მეტ კეთილდღეობას მოუტანს”,- განაცხადა კენ ვებერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი