ახალი ზელანდიის პოლიცია ონლაინ თაღლითობის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. გაფრთიხლება მოჰყვა ფაქტს, როდესაც ინვესტორებმა ონალაინ ვაჭრობის დროს 213.000 აშშ დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა დაკარგეს.
უცნობმა ინვესტორმა, რომელმაც ონლაინ კრიპტოვალუტის სქემაში მრავალჯერადი ინვესტიციების განხორციელება მოახდინა, თაღლითობა აღმოჩნდა.
“თაღლითმა კარგი მოგების მაჩვენებლით სხვა ინვესტორები მიიზიდა”,- აღნიშნულია კენტერბერიის პოლიციის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თაღლითი ინვესტორი სხვა ინვესტორებს უკვაშირდებოდა და კრიპტოვალუტაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებდა.
“ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ონლაინ ვაჭრობით სანამ ინვესტიციას განახორციელებენ იქამდე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს ვაჭრობა რეალურია”,-აღნიშნულია პოლიციის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ იაპონური კრიპტოვალუტის ბირჟა Zaif-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟიდან ჰაკერებმა 59 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ამასთან დაკავშირებით, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ გამოძიება მალევე დაიწყო.