კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2119

წინა კვირის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტამ აშკარა ფასის ზრდა აჩვენა. ჯერჯერობით იაპონურ ბირჟა Zaif-ზე ჰაკერების თავდასხმას ციფრული ვალუტების კურსზე არ უმოქმედია.

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასი შესამჩნევად გაიზარდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მოსალოდნელ ნეგატიურ პროგნოზებზეც საუბრობენ. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინმა კურსის კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელია, რომ 7.413 დოლარის დონემდე შემცირდეს.

ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მაშინ განახორციელონ ვაჭრობა, როდესაც ფასი 6.600-დან 6.750 დოლარს შორის იმერყევებს.

რაც შეეხება პოზიტიურ პროგნოზს, თუკი კრიპტოვალუტის ფასი 7.400 დოლარის ნიშნულს მკვეთრად ასცდება მაშინ, სავსებით მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 8.566 დოლარამდე გაიზარდოს.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი 200 დოლარის ნიშნულს ასცდა და ამ დრომდე კრიპტოვალუტის ფასი 240-დან 250 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს მაინც სიფრთხილის გამოჩენისკენ მიუთითებენ და რეკომენდირებენ ვაჭრობას მაშინ, როდესაც ეთერიუმის კურსი გამყარდება.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმი გაზრდილ კურსს ვერ შეინარჩუნებას მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი კვლავ შემცირებულ ნიშნულებზე, 200 დოლარზე მოექცეს ან უფრო ქვევით ჩავიდეს.

რიპლი

რიპლის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის კურსმა ისეთი ზრდა აჩვენა, რომ კლების ტენდენცია საბოლოოდ დასრულდა. ახლა მხოლოდ რიპლის ფასის მატებაა მოსალოდნელი.

ამის მიუხედავად, ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ გაზრდილი ფასის შენარჩუნებას რამდენიმე დღის განმავლობაში დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს არ გამორჩეთ 0.70 დოლარის ნიშნული, რომელიც არის ძლიერი წინაღობა. თუკი კრიპტოვალუტამ ეს მაჩვენებელი ვერ გადალახა მოსალოდნელია ფასის შემცირება.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსიც სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად გაზრდილია.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ფასის ზრდას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ 660-დან 880 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

ამასთანავე, თუკი ზრდის ტენდენცია არ დაფიქსირდა მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-ი 400 დოლარის დონეზე დარჩეს.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის კურსი ამ ეტაპზე 60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

მნიშვნელოვანი დონე და ფასის ზრდის მკვეთრი ნიშანი იქნება, როდესაც კრიპტოვალუტა 69 დოლარის დონეს მიაღწევს. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს მოიპოვებს მაშინ შემდეგი სამიზნე 89 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ვარაუდოებენ, რომ ლაიტკოინი 69 დოლარის ფარგლებში დიდი ხნის განმავლობაში იმოძრავებს. ხოლო, თუკი კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის ფასი 49 დოლარის დონეზე ჩამოვიდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი