დუბაის სამთავრობო სტრუქტურებში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება ოფიციალურად დაიწყეს

0
2325

დუბაის სახელმწიფო საფინანსო დეპარტამენტმა Smart Dubai Office-თან პარტნიორობა დაიწყო. პარტნიორობის მიზანია Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით გადახდის სისტემის დანერგვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Zawya ავრცელებს.

ახალმა პლატფორმამ, სახელწოდებით “გადახდა, ანგარიშების შეთანხმება და განახლება”, ოპერირება ოფიციალურად 23 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სისტემა ძირითადად მიმართული იქნება სამთავრობო სუბიექტების მიმართ, როგორიცაა დუბაის პოლიცია, საავტომობილო გზების და ტრანსპორტის სააგენტო, დუბაის ჯანდაცვის ორგანო და ა.შ.

Zawya-ის ინფორმაციით, Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა საჭიროა ხარისხიანი და გამჭვირვალე მმართველობის პროცესის უზრუნველსაყოფად.

როგორც Zawya იუწყება, დუბაის სამთავრობო ტრანზაქციებს დიდი დრო მიაქვს და შესაბამისად, ხარჯიც მეტია.

ახალი სისტემას უკვე იყენებს, როგორც დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის მიმწოდებელი ორგანიზაცია, ასევე ცოდნისა და ადამიანური რესურსების განვითარების ორგანო.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯამში, ტესტირებისას სულ 5 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.

ამასთანავე, Smart Dubai Office-ის გენერალურმა დირექტორმა აიშა ბინ ბიშერმა განაცხადა, რომ Blockchain-ი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი ტექნოლოგია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი