კონგრესმენი ტომ ემერი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ კანონპროექტს წარადგენს

0
2004

კონგრესმენი ტომ ემერი Blockchain ტექნოლოგიის და კრიპტოვალუტის შესახებ სამი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.

კანონპროექტების სახელწოდებებია: “რეზოლუცია ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ”, “Blockchain ტექნოლოგიის მარეგულირებელი აქტი” და “ციფრული ვალუტით გადასახადების შესახებ აქტი”.

კანონმდებლობა ფოკუსირებულია Blockchain ტექნოლოგიის მხარდაჭერასა და განვითარებაზე, ასევე ციფრული ვალუტით საგადასახადო შეღავათების შექმნაზე.

კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდა ხელს შეუწყობს ფედერალურ მთავრობას უზრუნველყოს მარტივი სამართლებრივი გარემო.

“გადასახადის გადამხდელები იმ შემთხვევაში ისარგებლებენ ციფრული ვალუტით, როდესაც კანონი იქნება გასაგები და ნათელი”,- განაცხადა ტომ ემერმა.

“შეერთებულმა შტატებმა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს. ამისთვის კი საჭიროა დაჩქარდეს ტექნოლოგიის განვითარება და შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკულ კერძო სექტორს მიიღოს ინოვაცია და შემდეგ იზრუნოს მის განვითარებაზე”,- იქვე აღნიშნა კონგრესმენმა.

თუმცა, კონგრესმენი მხოლოდ კანონპროექტის წარდგენით არ შემოიფარგლა. ის თანათავმჯდომარე გახდა Blockchain ჯგუფისა, რომლის მიზანია მრეწველობის სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებში შეისწავლოს ტექნოლოგიისა და ციფრული ვალუტის გავლენა.

“ჯგუფი მზადაა მარეგულირებელი სტრუქტურის შემუშავებისთვის, რათა Blockchain ტექნოლოგიმ მონახოს თვითანვითრების გზა ისე, როგორც ეს ინტერნეტის შემთხვევაში მოხდა”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი