ზიმბაბვეს ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის მიმართ დადებითად არის განწყობილი

0
2561

ზიმბაბვეს ახალად დანიშნული ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბიტკოინი შვეიცარიის მსგავსად უნდა მიიღოს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.

ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ შვეიცარიის ცენტრალური ბანკის დოკუმენტი ბიტკოინის შესახებ არის მისაღები და ანალოგიური დოკუმენტი უნდა შეადგინოს ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკმაც.

“ზიმბაბვემ ინვესტიციები გააზრებულად უნდა განახორციელოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ადგილობრივი ბანკები კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ”,- აღნიშნავს ადგილობრივი გამოცემა.

ამ ეტაპზე ზიმბაბვე პოლიტიკური სირთულეების შემდეგ კვლავაც ცდილობს ეკონომიკის დასტაბილურებას.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკი ბოლოს დროს კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. ჯერ კიდევ მაისში ზიმბაბვემ ინდოეთისა და ირანის მსგავსად ქვეყნის ყველა საბანკო დაწესებულებას კრიპტოვალუტით ვაჭრობა აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის დირექტორი Blockchain ტექნოლოგიით უფრო მეტად იყო დაინტერესებული ვიდრე კრიპტოვალუტით. ჯერ კიდევ ივლისში ჯონ მანგუდიამ განაცხადა: “მე არ ვამბობ არაფერს ცალკე კრიპტოვალუტის შესახებ, რადგან Blockchain-ი უფრო მნიშვნელოვანია. Blockchain-ი მოიცავს ყველა კრიპტოვალუტას, როგორიცა არის ბიტკოინი და ა.შ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიწყებთ კვლევებს, ვეძებთ გზებსა და საშუალებებს, რათა შევისწავლოთ Blockchain ტექნოლოგია”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი