ანალიტიკოსები: ეთერიუმის ფასი შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს

0
1862

ამჟამად, ბიტკოინის კურსი 5.900-სა და 6.075 დოლარის ზონაშია. ფასის ზრის მაჩვენებლად ჩაითვლება პოზიცია, როდესაც ბიტკოინის კურსი 6.400 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი იმდენად მერყევი გახდა, რომ არ არის გამორიცხული კურსი 5.000 დოლარის დონემდეც კი დავიდეს.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნოზსაც აკეთებენ: იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი ზრდის ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 7.413 დოლარამდე გაიზარდოს.

მანამ სანამ ბიტკოინის კურსი 5.900 დოლარის ზემოთ ინარჩუნებს პოზიციებს, იქამდე ფასის ზრდა 8.566 დოლარამდეა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას და მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ვაჭრობის განხორციელებას ურჩევენ.

ეთერიუმის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. კრიპტოვალუტის კურსი 194 დოლარამდე დაეცა.

ექსპერტების მოსაზრებით, კრიპტოვალუტის ფასმა თუ ამ ტემპით ვარდნა განაგრძო მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა 176 დოლარის ნიშნულამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს იქამდე არ ურჩევენ ვაჭრობას, სანამ ეთერიუმის კურსი ზრდის მიმართულებით არ კორექტირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი