Coinbase-ის დამფუძნებელი: 5 წელში კრიპტოსფეროში ინვესტორების რაოდენობა ერთ მილიარდამდე გაიზრდება

0
2703

კრიპტოვალუტის ბირჟის, Coinbase-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგი აცხადებს, რომ მომდევნო 5 წელიწადში კრიპტოსფეროში ინვესტორების რაოდენობა 40 მილიონიდან ერთ მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება.

TechCrunch-თან ინტერვიუში არმსტრონგი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ეკოსისტემა და ციფრული ვალუტების მთლიანი რაოდენობა არსებითად გაიზრდება, რაც ავტომატურად ნიშნავს კომერციული ორგანიზაციების გაზრდილს ინტერესს. ეს კი საშუალებას იძლევა სხვადასხვა სახის ციფრული ტოკენის განვითარების.

ტოკენების ფუნქციონირება განიხილება, როგორც ალტერნატიული საინვესტიციო სისტემა.

“ნებისმიერი კომპანიას, რომელსაც გარკვეული კაპიტალი აქცს უნდა ჰქონდეს საკუთარი ტოკენი. ყველა ღია პროექტი, ყველა საქველმოქმედო ფონდი, ყველა აპირებს, რომ ჰქონდეს საკუთარი ტოკენი”,-განაცხადა ბრაიან ამსტრონგმა.

Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ბირჟამ წლის განმავლობაში შესაძლოა, ასობით ტოკენი დაამატოს, ხოლო 5 წელიწადში კი მოსალოდნელია ტოკენების ეს მაჩვენებელი მილიონამდეც კი გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ივლისის თვეში Coinbase-მა განაცხადა, რომ ხუთი ახალი კრიპტოვალუტა ბირჟის სავაჭრო პლატფორმას დაემატებოდა. როგორც ცნობილია, სავაჭრო პლატფორმაზე კარდანო, Basic Attention Token-ი, Stellar Lumens-ი, Zcash-ი, 0x-ი დაემატება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი