კვლევის თანახმად, ამერიკელთა 48% კრიპტოვალუტით არის დაინტერესებული

0
1640

კვლევითი ორგანიზაციის YouGov Omnibus-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკის მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი კრიპტოვალუტის გამოყენებით არის დაინტერესებული.

“გამოკითხულთა 36%-ს სჯერა, რომ კრიპტოვალუტა მომავალში ფართოდ მიღებული იქნება. რესპონდენტები აბობენ, რომ ისინი უფრო მეტად იქნებოდნენ კრიპტოვალუტით დაინტერესებულები ყოველდღიურად, რომ შეეძლოთ დოლარის მაგივრად გამოყენება. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 57% ამბობს, რომ არ არის კრიპტოვალუტით იმდენად დაინტერესებული, რომ აშშ დოლარის გამოყენებას ამჯობინოს. რაც შეეხება ციფრული ვალუტით ზოგად დაინტერესებას, 48% აქტიურად ინტერესდება, ხოლო საერთოდ არ არის დაინტერესებული 50%.”

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 79% რომელიმე ერთი კრიპტოვალუტის შესახებ მაინც ფლობს გარკვეულ ინფორმაციას. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელებისთვის ყველაზე კარგად ცნობილი ბიტკოინია.

მოქალაქეების 87%, ვისაც ბიტკოინზე სმენია არ აქვს მისი ფლობის სურვილი. გამოკითხულთა 49% კი ამბობს, რომ მოხარულია, რადგან ბიტკოინით არასდროს უვაჭრია. 15% კი ფიქრობს, რომ უმჯობესი იყო ბიტკოინი ადრე შეეძინა, რადგან ახლა უკვე დაგვინებულია კრიპტოვალუტის ყიდვა.

ხოლო, გამოკითხულთა 34% არ ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა ფართოდ მიღებული გახდება.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ადამიანების კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიციზმი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ციფრული ვალუტის გარკვეულ უკანონო საქმიანობაში გამოყენების ალბათობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი