ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა Blockchain-ის სავაჭრო პლატფორმის ტესტირება დაიწყო

0
2091

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ Blockchain-ის სავაჭრო პლატფორმის ტესტირება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმციას შანხაის Securities News-ი ავრცელებს.

პლატფორმა მიზნად ისახავს ვაჭრობისა და სხვადასხვა ფინანსური ღონისძიებების ჩატარებას. ამავდროულად, პლატფორმა უზრუნველყოფს სავაჭრო ფინანსების მარეგულირებელ სისტემას, რათა მოხდეს სხვადასხვა ფინანსური საქმიანობის რეალურ დროში მონიტორინგი.

შანხაის Securities News-ის ცნობით, პლატფორმა გეგმავს შექმნას ღია ფინანსური და სავაჭრო ეკოსისტემა. პლატფორმაში ჩართული ორგანიზაციები მოიცავს ჩინეთის ბანკს, ჩინეთის სამშენებლო ბანკს, ჩინეთის სავაჭრო ობიექტებს, Ping An Bank-სა და Standard Chartered Bank-ს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პლატფორმას შეუძლია დაეხმაროს ბანკებს ბიზნესისთვის აუდიტის ჩატარებაში, ხარჯების შემცირებაში, ბიზნესის მომგებიანობის ეფექტიანობის ამაღლებაში, რისკების თავიდან აცილებასა და კონტროლში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას დაიწყებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი