2 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2452

კვირას, 2 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზარი ოდნავ გაუმჯობესდა.

ბიტკოინის ღირებულება 7.244 დოლარს შეადგნდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 2.4%-ით გაუმჯობესდა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის მყარი ზრდა ფიქსირდება, რომელიც 8.76%-ს შეადგეს. ხოლო, თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის დანაკარგი 4.6%-ია.

გუშინ, ეთერიუმის კურსი დაახლოებით, 292 დოლარს შეადგენდა. რაც ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მაჩვენებელი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 2%-ით იყო გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსები ეთერიუმს 300 დოლარამდე გაზრდას უწინასწარმეტყველებენ.

ამასთანავე, კვირის მანძილზე ეთერიუმის ფასის ზრდა 5.8%-ს შეადგეს. რაც შეეხება კრიპტოვალუტის თვიური შემცირების პროცენტულ მაჩვენებელს, დანაკარგი 29.8%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 2 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 236.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კვირის განმავლობაში ჯამში 21 მილიონით გაიზარდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი