30 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2334

ხუთშაბათს, 30 აგვისტოს კვირის მცირე პერიოდის შემდეგ, კრიპტოვალუტის ბაზრები შემცირებას განიცდიან. ტოპ 10 კრიპტოვალუტის კურსი 1.5-დან 5%-მდე შემცირდა.

ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა და 6.942 დოლარის დონე დაიკავა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 1.52%-ით დაიკლო.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდა კვლავ 6%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც კრიპტოვალუტისთვის მყარი მაჩვენებელია. ხოლო, თვის განმავლობაში ფასის კლება კი 15%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსმა 284 დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3%-ზე ოდნავ მეტით შემცირდა.

ალტკოინი ახლა იმ სავაჭრო დიაპაზონში დაბრუნდა, როდესაც 20 აგვისტოდან 27 აგვისტომდე იმყოფებოდა.

კვირის მანძილზე ეთერიუმის ფასის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ერთის ტოლია, ხოლო თვის განმავლობაში კურსი შემცირდა 39%-ით.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 30 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 225 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი