იაპონიის საფინანსო მარეგულირებელი აცხადებს, რომ არ აპირებს ზედმეტად ხელი შუშალოს კრიპტოვალუტის ინდუსტრიას. ამასთანავე, დაანონსდა, რომ ლიცენზირებული იაპონიის კრიპტობირჟა Quoine-ი იწყებს ახალ პლატფორმის შექმნას, რომლის სახელწოდებაც Liquid-ი იქნება.
“არანარი ზედმეტი რეგულაციები, Quoine-ი ქმნის ახალ პლატფორმას, რომელიც ღიაა ყველასთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური აქტივობის ჯგუფი ან ინვესტორი ეკონომიკურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში იმყოფება”, -აღნიშნულია ბირჟის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პლატფორმაზე ოპერირება მხოლოდ იაპონიის მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. იაპონელი მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვალუტებზე და მომსახურეობაც და ვაჭრობაც კანონის სრული დაცვით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტოს კომისარმა განაცხადა, რომ სააგენტოს სურს, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია გაიზარდოს მხოლოდ რეგულაციის ქვეშ.
იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს კომისარმა ტოშიჰაიდე ენდომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანს წარმოადგენს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნვა. თუმცა ეს თავის მხრივ მოითხოვს ერთგვარი ბალანსის შენარჩუნებას მომხმარებელთა დაცვასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს შორის.