ანალიტიკოსები: ბიტკოინ Cash-მა შესაძლოა, 900 დოლარის დონეს მიაღწიოს

0
2647

გუშინდელი დღიდან მოყოლებული კრიპტოვალუტების ბაზარი ზრდას განგრძობს. 29 აგვისტოს მონაცემებით, რიპლის კურსი 0.35 დოლარს შეადგენს.

შესაძლებელელია ფასის უფრო მომატებაც. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტას აქვს შანსი კურსი 0.40 დოლარამდე გაზარდოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რიპლიმ ისევ კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი ფასის ნიშნული 0.30 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ რიპლის ფასის მომატების დროს განახორიცელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ის კურსიც გაზრდილია. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 555 დოლარს შეადგენს. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი 513-სა და 544 დოლარს შორის მერყეობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-მა ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელია, რომ კურსი 900 დოლარამდე ავიდეს. თუმცა, თუ კრიპტოვალუტის ფასმა შემცირება დაიწყო მაშინ მოსალოდნელია, რომ კურსი 473-სა და 500 დოლარს შორის მერყეობდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, დაელოდონ ბიტკოინ Cash-ის ფასის მომატებას და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ამჟამად, ლაიტკოინის ღირებულება 61 დოლარს შეადგენს. ექსპერტები კრიპტოვალუტის ფასის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებენ.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს კი ურჩევენ, რომ ლაიტკოინი, როდესაც დაასრულებს ფასის შემცირებას და ზრდის ნიშნები სახეზე იქნება მაშინ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი