რუსეთი კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხზე მუშაობას განაგრძობს

0
1532

რუსეთი კრიპტოვალუტის მიმართ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, ბოლო დროს ქვეყნის ხელისუფლების მიერ პოლიტიკის ოდნავი შერბილება შეინიშნება.

კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რისკების შეფასების უწყებათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი ელინა სიდორენკოს განცხადებით, განახლებული რუსული კრიპტო-კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის ინტერესებსა და ფინანსურ მარეგულირებელთა ინტერესებს უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

“ახალ კანონპროექტში კრიპტოვალუტით ტრანზაქციებში მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები იქნება გაწერილი”, – განაცხადა სიდორენკომ.

შეგახსენებთ, რომ მაისში, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სახელმწიფო დუმამ სამი კრიპტოვალუტის კანონპროექტი მიიღო, ესენია: “კანონპროექტი ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ”, “საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით ინვესტიციების მოზიდვის შესახებ” და “ციფრული უფლებების შესახებ.”

უნდა აღინიშნის, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესი გაჭიანურდა. სხდომებზე დეპუტატები ცდილობდნენ ტერმნინი “ციფრული ფული” ხმარებიდან ამოეღოთ. ტერმინი ნაგულისხმევი იყო გადახდის ლეგალური საშუალების კონტექსტში. თუმცა, უცვლელად ნარჩუნდებოდა ტერმინი “ფინანსური აქტივი”.

ამ დრომდე დუმაში მსჯელობა მიმდინარეობს. ამასთანავე, ამ ეტაპზე, რუსეთის ტერიტორია კრიპტოვალუტისთვის “მეგობრულ ზონად” არ არის მიჩნეული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი