კვირას, 26 აგვისტოს მცირე დროით ფასების მატების შემდეგ კრიპტოვალუტების კურსი ისევ შემცირდა. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ აშკარა ზრდის ტენდეცია შეიმჩნევა.
ბიტკოინმა ფასის ზრდა დაიწყო. კრიპტოვალუტის კურსმა 6.740 დოლარი შეადგინა. კრიპტოვალუტამ ასევე შეძლო თავისი ყოველკვირეული დანაკარგების შემცირება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, როდესაც ბიტკოინმა ფასის მკვეთრი მატება მოახერხა, რა დროსაც კურსი 6.778 დოლარს შეადგენდა დღეს დილით ბიტკოინის კურსი მომენტალურად დაეცა 6.587 დოლარზე.
ბიტკოინი კვლავ დომინატის პოზიციას ინარჩუნებს ბაზარზე. ამაჟამინდელი მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთალიანი ბაზრის 53.3%-ს ბიტკოინი შეადგენს. ხოლო, ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 51.5% იყო.
რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ეთერიუმის ღირებულებამ დაახლოებით 282 დოლარი შეადგინა. ამჟამად, კურსმა ოდნავ დაიკლო და ეთერიუმის ფასი 277 დოლარი გახდა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციაც გაზრდილია.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 26 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთალიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 217 მილიარდ დოლარს შეადგენდა.