სამხრეთ კორეის კანონმდებლებმა კრიპტოვალუტის თემის ირგვლივ განხილვა დაიწყეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ICO-ს აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხზეც.
კრიპტოვალუტასა და Blockchain-თან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ანსამბლეა დაესწრება და, სადაც მოლაპარაკებები გაიმართება სამთავრობო უწყებებთან.
როგორც ცნობილია, საუბარი უნდა შეეხოს ქვეყანაში მოქმედი პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO) სრულყოფილად დაშვების საკითხსაც. მონაწილე მხარეები ასევე მზად არიან სამხრეთ კორეის “Blockchain კუნძულის” შექმნის თაობაზეც იმსჯელონ.
ჯეჯუს კუნძულის საკურორტო ზონაში, Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის გლობალური ცენტრის შექმნის იდეა მალტის გამოცდილების გაზიარების შემდეგ გაჩნდა.
“… ICO-ებთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვა ინვესტორთა დაცვის ზომების მომზადებასა და კრიპტოვალუტის ვაჭრობის წესების დადგენის მიზნით გაიმართება”, – წერს გამოცემა Business Korea.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ აკრძალა ყველა სახის ICO. ამის ფონზე, მთელი ინდუსტრია დიდ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ იცვლება მთავრობისა და ეროვნული ანსამბლეის პოზიცია სხვადასხვა დისკუსიების გზით.