WeChat-მა კრიპტომედიის ანგარიშები დაბლოკა

0
2646

WeChat-მა, რომელსაც ჩინეთის მასშტაბით 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტასთან და Blockchain-თან დაკავშირებული მედია დაბლოკა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება Lanjinger-ი იტყობინება.

Lanjinger-ის თქმით, WeChat-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი მედია საშუალების ანგარიშზე ეჭვი გაჩნდა პირველადი მონეტარული შეთავაზებისა (ICO) და კრიპტო-ტრეიდინგის შესახებ.

მსგავსი ეჭვის გაჩენის დროს აუცილებელია შეტყობინება მარგულირებელთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის დარღვევა. WeChat-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარეგულირებლისგან ოფიციალური მითითება მიიღეს, რათა ყველა მსგავსი შინაარსის ანგარიში დაებლოკათ.

იმ ანაგარიშების რიცხვში, რომელიც WeChat-მა დაბლოკა, მოხვდა: Deepchain-ი, Huobi News-ი, Node Capital-backed Jinse-ი, და CoinDaily. თავის მხრივ, Coindaily აცხადებს, რომ მას ჰქონდა ოფიციალური WeChat-ის არხი, რომელსაც 100.000-ზე მეტი წევრი ჰყავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ცნიბილია, რომ გამოვლინდა 8 ანაგარიში, რომელიც WeChat-მა დაბლოკა. თუმცა, როგორც Lanjinger-ი იტყობინება დაბლოკვა უფრო მეტ მედია საშუალებას შეეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი