ბოლო 5 დღის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე დაბალი და მაღალი დონეები განისაზღვრა. ფასის ზრდის შემთხვევაში კურსი 6.617 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი მოახერხებს და კურსის მატებას შეძლებს მოსალოდნელი ფასი 8.566 დოლარი იქნება.
აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ, როდესაც ფასი 6.750 დოლარზე იქნება მაშინ განახორციელონ ვაჭრობა. ხოლო, ინვესტიციის ჩადება იმ შემთხვევაში შეწყვიტონ, როდესაც კურსი 5.900 დოლარის დონემდე დაეშვება.
ბიტკოინის კურსის ზრდის ტენდენციად მიიჩნევა პოზიცია, როდესაც ფასი 6.617 დოლარის დონეს ასცდება, ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდება მაშინ, თუკი კრიპტოვალუტა 5.900 დოლარის ნიშნულამდე დაეცემა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმს კვლავ რთული პერიოდი აქვს. კრიპტოვალუტამ ვერ მოახერხა 321 დოლარის დონემდე მიღწევა. ამჟამად, ეთერიუმი ცდილობს, რომ 280 დოლარის ნიშნული შეინარჩუნოს.
თუკი ეთერიუმი გააგრძელებს 277-დან 280 დოლარის ფარგლებში მერყეობას მაშინ კურსი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიზრდება 323 დოლარამდე.
323 დოლარის დონე არის ზღვარი. თუკი, ეთერიუმი ამ ზღვრის გადალახვას მოახერხებს მაშინ მოსალოდნელია, რომ კურსი 358 დოლარის დონემდე გაიზარდოს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ეთერიუმის ფასის ზრდის მიმართულებით კორექტირებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.