იაპონური კომპანია SBI Holdings-ი კრიპტოვალუტის სფეროში აქტიურად იწყებს ოპერირებას

0
1823

იაპონიის საფინანსო მომსახურების ორგანიზაციამ, SBI Holdings-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომპანია ინვესტიციას კრიპტოვალუტის ბირჟა LastRoots-ში განახორციელებდა. უნდა აღინიშნოს, რომ LastRoots-ს ბოლო დროს გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

SBI-ს ბირჟა, რომელსაც მარეგულირებლისგან მიღებული ლიცენზიის შედეგად ოპერირების საშუალება მიეცა წინა თვეს გაიხსნა.

“ჩვენ ვემზადებით, რათა ციფრული ვალუტის სავაჭრო ბირჟებზე ჩვენი გუნდი გავაძლიეროთ”,- განმარტეს კომპანიაში LastRoots-თან დაკავშირებული გეგმების შესახებ.

იანვარში Coincheck-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შემდეგ LastRoots-ი იყო მეორე ბირჟა, რომლის უსაფრთხოების სისტემაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ამ ეტაპზე, ბირჟა ვალდებულია, რომ იაპონიის მარეგულირებელის მოწოდება შეასრულოს და დაემორჩილოს არსებულ წესებს, რათა ბირჟამ ლეგალური და სრულფასოვანი საქმინობისთვის ლიცენზიის მიღება შეძლოს.

ამასთანავე, SBI Holdings ხაზგასმით აცხადებს, რომ სრულად ემორჩილება კანონს. “ჩვენი თანამშრომლები მართვის სისტემას გააძლიერებენ… ჩვენ მხარს ვუჭერთ კრიპტოვალუტის მარეგულირებლის მოთხოვნებს და მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევთ ბიზნესის რეგისტრაციის პროცესს”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი