კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2754

წინა კვირისგან განსხვავებით ბიტკოინის კურსი ნაკლებად მერყევი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ეთერიუმზე. ანალიტიკოსები ერთმნიშვნელოვან პროგნოზებს ჯერ ისევ ვერ აკეთებენ.

ბიტკოინი

ბიტკოინი ვაჭრობას განაგრძობს 5.900-დან 6.617 დოლარის ფარგლებში.

უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში, კრიპტოვალუტის კურსი 6.617 დოლარის ნიშნულს ვერ ასცდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბიტკოინის ფასის ზრდის ნიშნად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კურსი 6.617 დოლარზე მეტი იქნება.

თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ბიტკოინის კურსმა დაიკლოს და 5.900 დოლარის დონემდე დაეშვას.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ იმ შემთხვევაში განახორიცელონ ინვესტიცია, როდესაც 4 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა მოახერხებს და კურსის გამყარება შეძლებს. ხოლო, თუ კრიპტოვალუტის ფასმა მერყეობა განაგრძო ტრეიდერებმა სჯობს არსებული პოზიციები შეინარჩუნონ.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი ცდილობს, რომ 300 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ეთერიუმის ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 358 დოლარია. თუმცა, ერთადერთი დღე, როდესაც კრიპტოვალუტა 300 დოლარის ნიშნულს გადასცდა 17 აგვისტო იყო, როდესაც ეთერიუმის ღირებულება 315 დოლარს შეადგენდა.

თუკი, ეთერიუმი ფასის ზრდის შემთხვევაში სამი დღის განმავლობაში 358 დოლარის დონეზე მეტს აჩვენებს, ეს უდავოდ, კურსის ზრდის მაჩვენებელი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

რიპლი

რიპლის კურსიც საკმაოდ მერყევი იყო. ამჟამად, კრიპტოვალუტა ფასის გამყარებას ცდილობს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს იქამდე არ ურჩევენ ვაჭრობას, სანამ რიპლის ფასი ოდნავ არ გამყარდება. ეს კი დაახლოებით, 2 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ექსპერტების რეკომენდაცია არის, რომ რიპლის ფასის გამყარებასთან ერთად ზრდის ნიშანი, როგორც კი დაფიქსირდება მხოლოდ მაშინ უნდა განახორციელონ ტრეიდერებმა ვაჭრობა.

სხვა შემთხვევაში უმჯობესია არსებული პოზიციები შეინარჩუნონ.

ბიტკოინ Cash-ი

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ბიტკოინ Cash-ის კურსი 537 დოლარის დონეს ჩამოსცდა კრიპტოვალუტა ფასის მატებას კვლავ ცდილობს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი დაიკლებს და 473 დოლარის დონეს ჩამოსცდება მოსალოდნელი ფასი 400 დოლარი იქნება.

ამჟამად, ანალიტიკოსები ტრეიდერებს არანაირი სახის ვაჭრობას არ ურჩევენ. მხოლოდ რეკომენდაციას აძლევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და ამის შემდეგ განახორციელონ ინვესტირება.

ლაიტკოინი

17 აგვისტოს ლაიტკოინმა კურსის გაზრდა მოახერხა და კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 61 დოლარის დონეზე დაიხურა. თუმცა ამის შემდეგ ფასმა ისევ დაიკლო.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინმა კურსის მატება შეძლო მოსალოდნელი სამიზნე ფასი 80 დოლარია. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლაიტკოინის კურსს ამ ნიშნულამდე მიღწევა გაუჭირდება.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი