ჯერემი ლაითი: რიპლი ჩინურ ბაზარზე აქტიურად ოპერირებას დაიწყებს

0
1808

რიპლის ჩინეთის ბაზარზე აქტიურად ოპერირების საკითხი განიხილება, როგორც საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში გამოსაყენებელი ყველაზე ხელსაყრელი საშუალება.

ამის შესახებ რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯერემი ლაითმა, რომელიც არის ევროკავშირის სტრატეგიული ანგარიშების ვიცე-პრეზიდენტი, ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს ჩინეთის ბაზარზე შესვლა დააჩქაროს.

“ჩინეთი ნამდვილად არის ის ქვეყანა და რეგიონი, რომელიც წარმოადგენს ინტერესის ობიექტს”,- განაცხადა ევროკავშირის სტრატეგიული ანგარიშების ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი Blockchain-ი წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელზეც კრიპტოვალუტაა დაფუძნებული. რიპლის Blockchain-ი თავდაპირველად შეიქმნა იმისთვის, რომ გადარიცხვების დაჩქარებაზე ყოფილიყო ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ რიპლი საფინანსო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებთან თანამშრომლობს ისეთებთან, როგორებიცაა UniCredit-ი, Santander-, UBS-ი და სხვები, კომპანიას სავარაუდოდ დიდ კონკურენციას გაუწევს ადგილობრივი fintech კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს ასევე გადახდის სწარფ სერვისს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის თვეში რიპლი გადარიცხვების პროვაიდერ LianLian-თან თანამშრომლობის ფარგლებში შევიდა ჩინურ ბაზარზე. თანამშრომლობის მიზეზს რიპლის სწრაფი და იაფი გადარიცხვების სისტემა წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი