ხუთშაბათს, 27 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა ზრდის ტენდენცია კვლავ აჩვენა. მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, 20 კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში, მცირედი ფასების სტაგნაციის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა.
ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2.82%-ით გაიზარდა. საბოლოოდ, ბიტკოინის ღირებულებამ 6.679 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ დღის განმავლობაში მხადაჭერას მიაღწია და ფასები ძირითადად 6.500-სა და 6.700 დოლარს შორის მერყეობდა.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის წაგება ბოლო 30 დღის განმავლობაში 3%-ზე ცოტა მეტია.
რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ ალტკოინის ღირებულებამ 228 დოლარი შეადგინა. ამასთანავე, Cointelegraph-ის ფასების ინდექსის მიხედვით, ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 6%-ით გაიზარდა. კვირის განმავლობაში კი ეთერიუმს მხოლოდ 2%-იანი მოგება აქვს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 218 მილიარდ დოლარს შეადგენდა.