იამაიკის საფონდო ბირჟა კანადურ fintech კომპანიასთან ითანამშრომლებს

0
2866

იამაიკის საფონდო ბირჟამ შეარჩია კანადური fintech კომპანია Blockstation-ი, რათა ქვეყანაში ტოკენებითა და ციფრული ვალუტებით ვაჭრობას ხელი უფრო მეტად შეუწყოს.

ამის შესახებ საფონდო ბირჟის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

პროექტის განხორციელებისას, იამაიკის საფონდო ბირჟა ძირითადად კრიპტოვალუტებითა და ტოკენებით ვაჭრობას და შესაბამისდ, ანგარიშსწორების მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

კირკ ბრაუნმა, იამაიკის საფონდო ბირჟის საბჭოს წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინვესტორებმა ციფრული აქტივები ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით შეიძინონ.

“ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით Blockstation-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ეს სავაჭრო პლატფორმა მოიცავს სამართლიანი ბაზრის უზრუნველსაყოფად კონკრეტულ წესებს”,-განაცხადა საფონდო ბირჟის აღმსასრულებელმა დირექტორმა მერლენ სთრით ფორესთმა.

ამასთანავე, იამაიკის საფონდო ბირჟამ Blockstation-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა. ხელშეკრულების დადებისას აღინიშნა, რომ ორივე მხარე სამომავლოდაც გააგრძელებდა თანამშრომლობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი