მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ი და Stellar-ი თანამშრომლობას აპირებენ. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას Facebook-ი უარყოფს.
Business Insider-ი კი წერს, რომ Facebook-ისა და Stellar-იs პარტნიორობის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს, რათა Facebook-ის Stellar Blockchain- ის ვერსია შეიქმნას.
Facebook-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედია საშუალება Cheddar-ს განუცხადა, რომ კომპანია არ არის ჩართული Stellar-თან რაიმე სახის მოლაპარაკებებში.
Stellar-ის წყაროზე დაყრდნობით, Business Insider-ი კი იუწყებოდა, რომ თანამშრომლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ის, რომ Facebook-ს Stellar-ის მსგავსი ანგარიშსწორების სისტემა უნდა შემოეღო.
მიუხედავად იმისა, რომ Facebook-სა და Stellar-ის თანამშრომლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურმა ქსელმა Blockchain-ის დანერგვასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა.
გასულ თვეში Facebook-ის საინჟინრო განყოფილების დირექტორი ივან ჩენგი კომპანიის Blockchain გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადავიდა. გუნდის მიზანია გამოიკვლიოს Blockchain ტექნოლოგია და მისი ზეგავლენა სოციალურ ქსელზე. ჯგუფი მუშაობს ასევე Facebook-ის სხვადასხვა ოპერაციებში Blockchain-ის გამოყენების შესაძლებლობებზეც.