შვეიცარიის ბანკები: ბიტკოინის კურსის არასტაბილურობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია

0
2853

შვეიცარიის საინვესტიციო ბანკმა და ფინანსური სერვისის კომპანიამ, შვეიცარიის გაერთიანებულმა ბანკმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის კურსის არასტაბილურობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმისთვის, რომ კრიპტოვალუტა, როგორც ფული ისე იქნას აღქმული.

გაერთიანებული ბანკის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერმა ჯონი ვივისმა აღნიშნა, რომ სანამ ბიტკოინი ტექნიკურ დაბრკოლებებს არ გადალახავს, იქამდე ლეგიტიმური აქტივი ვერ გახდება.

“ბიტკოინი ჯერ კიდევ ძალიან არასტაბილურია და შემოიფარგლება იმით, რომ გადახდის სავარაუდო საშუალებად მიიჩნევა. ფასის სტაბილურობის არარსებობის გამო, ბიტკოინი ვერ აკმაყოფილებს ფულის განსაზღვრისთვის კონკრეტულ კრიტერიუმებს”,-აღნიშნავს ჯონი ვივისი.

ჯონი ვივისი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წლის მეორე ნახევარში ბიტკოინისგან ფასის ზრდა არის მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის გაერთიანებულმა ბანკმა მაისში არჩია, რომ კლიენტებისთვის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული არანაირი მომსახურება არ გაეწია. ამასთანავე, შვეიიცარიის გაერთიანებულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 213.000 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი