31 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2320

31 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი მცირედით შემცირდა. კურსის კლება განიცადა, როგორც ბიტკოინმა ისე, თითქმის, ყველა ალტკოინმა.

ბიტკოინი 8.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 7.857 დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 3%-ით შემცირდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 25 ივლისს ბიტკოინმა 8.431 დოლარის დონეს მიაღწია. თუმცა, ბოლო დღეებში ბიტკოინი 8.200 აშშ დოლარი ღირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 432 დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 5.7%-ით არის შემცირებული. ამასთანავე, დღის განმავლობაში ეთერიუმმა ჯერ 40, ხოლო შემდეგ 14 დოლარი დაკარგა. ეთერიუმის კურსი კვირის განმავლობაში 10%-ით, ხოლო თვის მანძილზე 5%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის 31 ივლისის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 276 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი