ავსტრალიის მთავრობამ 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ შაქრის მიწოდების სისტემას ქმნის.
როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, Blockchain-ზე დაფუძნებული შაქრის მიწოდების სისტემა არის შაქრის ინდუსტრიის მდგრადობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. Blockchain ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მყიდველმა ნათლად დაინახოს, თუ სად და როგორ ხდება შაქარის საკვებად გამოსადეგი სახის მიღება.
“Blockchain-ის მთავარი ატრიბუტი ის არის, რომ ის უსაფრთხო მონაცემთა ბაზაა, რომელშიც ყველა ტრანზაქცია იწერება”.-აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მრეწველობის ექსპერტებისა და შაქრის მწარმოებლების მიზანია, რომ ტექნილოგიის განვითარების შემდეგ დარგი უფრო პროდუქტიული, მდგრადი და მომგებიანი გახდეს.
“ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ჩვენი შაქრის წარმოების მდგრადობის გარანტიებს”,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დევიდ ლითლფრაუდმა.
შეგახსენებთ, რომ Blockchain ტექნოლოგია ბოლო დროს აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის დარგში. ამ სფეროებში Blockchain-ზე მოთხოვნა უშუალოდ ტექნოლოგიის ეფექტურობამ განაპირობა, რაც გლობალური მასშტაბის კომპლექსური მიწოდების სისტემაში გამოიხატება.