სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟები ახალი რეგულაციების მოლოდინში არიან

0
2501

სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისია მოუწოდებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, რომ დააჩქაროს კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ კანონის მიღება.

ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

“მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრებზე სწრაფი ზრდა დაფიქსირებულა, ასეთი სავაჭრო პლატფორმები კარგად მომზადებული უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არიან. ჩვენ ვცდილობთ ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვან საკითხებზე შევთანხმდეთ, რაც მიზნად ისახავს ფულის გათეთრების პრევენციას და ინვესტორთა დაცვას. კანონპროექტის მიღება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს”,-განაცხადა ფინანსური მომსახურების კომისიის ციფრული ვალუტის შესახებ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰონგ სეონგ-კიმ.

სამხრეთ კორეის მარეგულირებლის მიერ ზედამხედველობის გამკაცრება გამოიწვია ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის ბირჟებზე ჰაკერების თავდასხმის მასშტაბურობამ.

როგორც, ფინანსური მომსახურების კომისიის ციფრული ვალუტის შესახებ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს კანონპროექტის დამტკიცება ცალსახად კრიპტოვალუტის ვაჭრობის წახალისებას არ ნიშნავს. ჰონგ სეონგ-კიმის თქმით, კანონი მარეგულირებელს უფრო ეფექტური კონტროლის საშუალებას მისცემს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი