22 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2407

22 ივლისს წინა კვირასთან შედარებით კრიპტოვალუტის კურსის სტაბილური ზრდა დაფიქსირდა.

კვირას, ბიტკოინის ფასმა 1%-ით მოიმატა, რაც ნიშნავას, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 7.500 დოლარის ბარიერი გადალახა. უფრო კონკრეტულად, კი 22 ივლისს ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი 7.516 დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი ამ კვირაში დაახლოებით 18%-ით გაიზარდა. ფასმა ზრდა ორშაბათს დილიდან დაიწყო, როდესაც 6.000-დან ნელ-ნელა 7.000 დოლარის მაჩვენებლებზე გადავიდა. თვის განმავლობაში კი, ბიტკოინის კურსმა ჯამში 21%-იანი მატება განიცადა.

ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმის კურსი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მცირდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ დაახლოებით ნახევარ პროცენტზე მეტი დაკარგა. ეთერიუმის ფასი ამ კვირაში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და კურსის მაჩვენებელმა 463 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციას: Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კვირა დღეს შაბათის მაჩვენებელთან შედარებით კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის კაპიტალიზაცია 1%-ით იყო გაუმჯობესებული, რაც ნიშნავს, რომ მთლიანი საბაზრო კაიპტალიზაცია 285 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი