ბოლო კვლევების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი დასახელდა ქვეყანად, რომელსაც აქვს პოტენციალი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სფეროში 2022 წლისთვის ლიდერი ქვეყანა გახდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთს გააჩნია სამთავრობო, ტექნოლოგიური და სამრეწველო რესურსები, გახდეს კრიპტო-ეკონომიკური ეკოსისტემის ლიდერი და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარების გლობალური ცენტრი შექმნას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში 2017-2018 წლებში 500 მილიონ ფუნტი სტერლინგზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა Blockchain კომპანიებში. თუმცა, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ Blockchain ინდუსტრია კვლავაც გლობალური განვითარების ადრეულ ეტაპებზეა.
ინოვაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიჯიტ ანდერსენმა Guardian-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი Blockchain ტექნოლოგიაში პოტენციალს ხედავს. ამან კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს ციფრული ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას.
ამასთანავე, შან კირნანი, DAG Global-ის აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს, რომ ბრიტანეთის ტრადიციულ და კრიპტო ეკონომიკას შორის არსებული უფსკრული მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შემცირდება და საბოლოოდ გაქრება.