ინდოეთი კრიპტოვალუტას საბანკო აკრძალვებს არ დაუწესებს

0
2545

ინდოეთი არ აპირებს ციფრულ ვალუტას საბანკო აკრძალვები დაუწესოს.

Quartz-ის ინფორმაციით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრძანა კრიპტოვალუტის შესწავლა, რის შემდეგაც მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კრიპტოვალუტა, როგორც სავაჭრო საქონელი ისე განეხილა.

მედია საშუალების ინფორმაციის თანახმად, მარეგულირებლის მთავარი საზრუნავია ვაჭრობის ეფექტურად რეგულირება და იმის დადგენა, თუ საიდან მოდის ფული.

ოფიციალურმა პირებმა Quartz-ს განუცხადეს, რომ საფინანსო კომიტეტი ძირითადად შეშფოთებულია თანხების უკანონო გამოყენების გამო:

“სხვა სახის ვაჭრობისგან რით განსხვავდება კრიპტოვალუტის ვაჭრობა?! უბრალოდ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ფული უკანონო გზით არ მიდის”.

ამასთანავე, ინდოეთის სარეზერვო ბანკის ყოფილი მმართველის მოადგილემ Quartz-სთან საუბარში აღნიშნა:

“თუ კრიპტოვალუტა გამოყენებული იქნება ტრანზაქციებისთვის, მაშინ ის ვალუტის ხასიათს იძენს. მაგრამ თუ ადამიანს სურს, რომ საქონელში ჩადოს ინვესტიცია, მაშინ ეს არის უკვე სხვა რამ იმიტომ, რომ ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ინვესტორები აცნობიერებენ რისკებს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი