ლონდონის ეკონომიკის სკოლას კრიპტოვალუტის შესახებ სასწავლო კურსი დაემატება

0
1910

ლონდონის ეკონომიკის სკოლა კრიპტოვალუტის ინვესტიციების შესახებ ონლაინ კურსის დაწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, კურსი 2018 წლის აგვისტოდან დაიწყება.

სკოლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი კურსი, “კრიპტოვალუტის ინვესტიცია და დისტრიბუცია” ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟებთან იქნება დაკავშირებული.

კურსის დანერგვით უნივერსიტეტი გლობალური კერძო ორგანიზაციების, ინდივიდუალური ინვესტორების, ფინანსური ფირმების, მთავრობების და მარეგულირებელი ორგანოების დახმარებას გეგმავს, რათა კრიპტოვალუტის ნაკლოვანებები გამოიკვლიოს.

“კრიპტოვალუტისა და ლეჯერი ტექნოლოგიის გაფართოების ზრდამ და მათ საფუძველზე შექმნილი ტექნოლოგიების გავრცელებამ გამოიწვია ციფრული ვალუტისა და ICO-ს მიმართ მსოფლიოს მასშტაბით დიდი ინტერესი”,-აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ონლაინ კურსს დოქტორი კარსტენ სორენსენი გაუძღვება, რომელიც არის ინფორმაციული სისტემებისა და ინოვაციების ასოცირებული პროფესორი. კურსი ექვსი მოდულისგან შედგება, რომელიც 60 საათის გავლას გულისხმობს. სწავლების საფასური 1,800 ევროს ანუ დაახლოებით 2,116 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი