მულტინაციურმა ტექნოლოგიურმა კომპანია IBM-მმა ავსტრალიის მთავრობასთან 5 წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა, რათა Blockchain-ი და ახალი ტექნოლოგები მონაცემთა უსაფრთხოდ დაცვის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენებოდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ხელშეკრულება მოიცავს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში Blockchain-ისა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას.
IBM-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ჰარიეტ გრინმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ აღნიშნული პარტნიორობა მსოფლიოს ბვერი ქვეყნისთვის მაგალითი იქნება, რათა სახელმწიფოებმა ადმინისტრაციულ თუ სხვა განყოფილებებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყონ.
ამასთანავე, მსოფლიო მეოთხე უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi-მ დაადასტურა, რომ ავსტრალიაში ახალი პლატფორმა გახსნა. Huobi-ს ადგილობრივი აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ბირჟა ავსტრალიის ბაზარზე Blockchain პროექტებს განავითარებას.
ავსტრალიის მთავრობის ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო 2018-19 ბიუჯეტიდან უკვე 530 მილიონ დოლარს ითხოვს Blockchain კვლევების ჩასატარებლად, რაც ძირითადად არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მალკოლმ ტურნბალის განსაკუთრებული მოთხოვნაც.