კრიპტოვალუტის ფირმის 86% ინდუსტრიის თვითრეგულაციის იდეით გამოდის.
საერთაშორისო იურიდიული ფირმის Foley & Lardner-ის მიერ 2018 წელს კრიპტოვალუტის საკითხების კვლევისას რესპონდენტთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ტრანზაქციებისთვის ბიტკოინის გამოყენება ხელსაყრელია.
ამასთანავე, გამოკითხულთა 89%-მა დაინახა თვითრეგულირების სისტემის აუცილებლობა. ამასთანავე, შემუშავებულ სტანდარტებს უნდა ჰქონდეთ მარეგულირებელი ზედამხედველობა ხელისუფლებისგან.
“უამრავი გზა არსებობს მარეგულირებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან მუშაობის კუთხით, რათა კრიპტოვალუტების რეგულაციის სისტემა შემუშავდეს”,-აღნიშნავენ იურიდიულ ფირმაში.
ზოგადად, კრიპტოვალუტის სფეროში მარეგულირებელი წესის დამკვიდრების საკითხი შეშფოთებას იწვევს. გამოკითხულთა 72% სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს შეადგენს.
სხვა ასპექტებში რესპოდენტების მოსაზრებები განსხვავებულია. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა მოუთმენლად ელის, როდის გახდება ბიტკოინი ტრანზაქციების განსახორციელებლად ყველაზე პოპულარული საშუალება.
რაც შეეხება ეთერიუმს: რესპოდენტების 43% ეთერიუმს საინვესტიციო ფავორიტად მიიჩნევს.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვა მანამდეა ჩატარებული, სანამ აშშ-ს მარეგულირებელი განაცხადებდა, რომ ბიტკოინსა და ეთერიუმს ფასიანი ქაღალდების კონტექსტში არ განიხილავს.