სტივ ვოზნიაკი: Blockchain-მა შესაძლოა, Facebook-ს კონკურენცია გაუწიოს

0
1883

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი მიიჩნევს, რომ Blockchain-ი არის ე.წ. ბუშტი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლბელია, ამ ტექნოლოგიას მომავალი ჰქონდეს.

ნიუ-იორკში NEX-ის ტექნოლოგიების შესახებ გამართული კონფერენციის დროს, ვოზნიაკმა აღნიშნა, რომ Blockchain-ი დეცენტრალიზებული და სრულიად სანდოა და, ამასთანავე, დაამატა, რომ შეიძლება მხოლოდ გარკვეული დრო დასჭირდეს, რათა ტექნოლოგიამ თავისი პოტენციალი სრულყოფილად გამოამჟღავნოს:

“თუ Blockchain-ი ერთ დღეში არ შეიცვლება ეს მართლაც კარგი იქნება, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება”.

შეგახსენებთ, რომ მაისის შუა რიცხვებში ვენაში გამართულ კონფერენციაზე ვოზნიაკმა Apple-ი ეთერიუმის პლატფორმას შეადარა და განაცხადა, რომ მომავალში ეთერიუმმა შეიძლება ისეთივე გავლენა იქონიოს, როგორიც ახლა Apple-ის აქვს.

CNBC-ის ინფორმაციით, სტივ ვოზნიაკმა გუშინ განაცხადა, რომ Blockchain-მა შესაძლოა, Facebook-ს კონკურენცია გაუწიოს. ვოზნიაკმა ისიც აღნიშნა, რომ, ამჟამად, სექტორში Facebook-ს მონაპოლია აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი