ისრაელის სახელმწიფო კრიპტოშეკელის გამოშვებას გეგმავს

0
2368

ისრაელის ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ, ინფორმაციას “Jerusalem Post”-ი ავრცელებს.

კრიპტოშეკელის შექმნის მთავარი მიზანი გადარიცხვების სისწრაფვის აუცილებლობამ განაპირობა. რიგ შემთხვევაში საბანკო გადარიცხვებს რამდენიმე დღე სჭირდება, როცა ციფრული ვალუტა გაცილებით უფრო სწრაფად ოპერირებს.

ისრაელის ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი კრიპტოშეკელის მნიშნელობას ასე ხსნის: “შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ნაცვლად იმისა, რომ მოგაწოდოთ ქაღალდი, შემიძლია გამოგიგზავნით ციფრული კოდი, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ იქნება გაცემული”, რაც, შესაბამისად, ნაკლებ დროსა და პროცედურებს მოითხოვს.

როგორც დაანონსდა, ციფრული შეკელი ტრადიციული შეკელის იდენტური ღირებულების იქნება.

მსურველებს შეუძლიათ კრიპტოშეკელი საკუთარი მობილურის ანგარიშს მიაბან, თუმცა ამ ეტაპისთვის, უცნობია სად განთავსება ციფრული საფულე-ისრაელის ბანკსა თუ მომხმარებლის მობილურ ტელეფონში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი მობილური ტელეფონი დაიკარგება რა მოუვა ციფრულ საფულეს? ამასთან დაკავშირებით, ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ციფრული ვალუტა შეკელი ბიტკოინის მსგავსად Blockchain-ის სისტემას უნდა იყენებდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ისრაელის ბანკი ტრანზაქციებს გაკონტროლებას ვერ შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი