მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის ბირჟა Bithumb-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა კრიპტოვალუტის ბაზარმა შემცირება დაიწყო.
შაბათს, 23 ივნისს ბიტკოინი პირველად მიუახლოვდა 6.000 დოლარის ნიშნულს. უფრო კონკრეტულად, კრიპტოვალუტის ფასი 6.105 დოლარს შეადგენდა და უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1%-ით იყო შემცირებული.
ეთერიუმის კურსი დაახლოებით, 472 დოლარზე იყო. ბოლო 24 საათის მანძილზე, კრიპტოვალუტამ, თითქმის, 1%-იანი შემცირება განიცადა.
Coinmarketcap-ის სიის ოცეულში მყოფი კრიპტოვალუტებიდან ერთ-ერთის, დეშის ღირებულება 245 დოლარს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ღირებულებამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 2%-ით დაიკლო.
რაც შეეხება მთლიან საბაზრო კაპიტალიზაციას, Coinmarketcap-ის 23 ივნისის მონაცემების მიხედვით, კაპიტალიზაცია დაახლოებით, 254 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
კვირა დღეს კრიპტოვალუტების კურსი კიდევ უფრო შემცირდა.
ბიტკოინის კურსი ჩამოსცდა 6.000 დოლარის ნიშნულს. გარკვეული პერიოდი კრიპტოვალუტის კურსი 5.881 დოლარის ნიშნულს იკავებდა. ბოლო 24 საათის განმავალობაში ბიტკოინის ფასმა 2%-ზე ცოტა მეტით დაიკლო.
რაც შეეხება ეთერიუმს, კრიპტოვალუტა 24 ივნისისთვის, 454 დოლარი ღირდა და წინა დღესთან შედარებით კურსმა დაახლოებით, 3.67%-ით დაიკლო.
Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 24 ივნისისთვის კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლობით, 246 მილიარდ დოლარს შეადგენდა.