ბიტკოინის ირლანდიური საბროკერო კომპანია ბანკებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

0
2101

ბიტკოინის ირლანდიური საბროკერო კომპანია Eircoin-ის თანადამფუძნებელმა ირლანდიის საბანკო და საგადასახადო ასოციაცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ანგარიშების დისკრიმინაციის გამო დაადანაშაულა.

ამის შესახებ The Irish Times-ი იტყობინება.

ფირმის თანადამფუძნებელი დეივ ფლემინგი ამბობს, რომ ბანკებმა კომპანიას უარი უთხრა საბანკო მომსახურებებზე და აპრილის თვეში Eircoin-ის არსებული ანგარიშებიც დახურა.

ფლემინგი მიიჩნევს, რომ ბანკების დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდება სახელმწიფოს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკისგან.

ცოტა ხნის წინ, ირლანდიის მიერ დაფიანსებულმა სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც პასუხისმგებელია ირლანდიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ქვეყანაში Blockchain-ის განვითარების ინიციატივით გამოვიდა.

ფლემინგის განცხადებით, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტები არ უნდა იყვნენ ჩართულნი კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებულ უკანონო საქმიანობის დევნაში. ასეთი შემთხვევებით არა ბანკები, არამედ საგამოძიებო უწყებები უნდა ინტერესდებოდნენ.

ირლანდიური ბანკები, თავის მხრივ, უარყოფენ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესების დისკრიმინაციას. The Irish Times-ის ინფორმაციის თანახმად, BPFI, რომელიც აერთიანებს 70 საფინანსო ინსტიტუტს, განაცხადა, რომ არ ცნობდა პოლიტიკას, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ანგარიშები დახუროს.

ერთ-ერთმა წამყვანმა ირლანდიის ბანკმა, AIB-მ ასევე უარყო პრეტენზია, რომ ბანკმა კრიპროვალუტასთან დაკავშირებულ ფირმებთან საბანკო მომსახურებებზე უარი თქვა.

თუმცა, ბანკმა იქვე დაამატა, რომ ბირჟა ვალდებულია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესები დაიცვას და ასევე, აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია. AIB- ის მონაცემებით, ზოგიერთი ბირჟა ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი