კონგრესმენი: ICO-ს ბაზარს “რბილი” რეგულაცია სჭირდება

0
1951

ამერიკელმა კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა განაცხადა, რომ პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ბაზარს მცირე “სინათლის სხივი” სჭირდება.

ამის შესახებ უორენ დევიდსონმა CNBC-სთან საუბარში განაცხადა.

კრიპტოვალუტის რეგულაციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე დევიდსონმა უპასუხა, რომ კრიპტოვალუტას გაცილებით ლიებრალური მარეგულირებელი სტრუქტურა სჭირდება.

დევიდსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა კრიპტოვალუტის სტატუსის განსაზღვრაც. მან იქვე დასძინა, რომ მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული თანმიმდევრული მარეგულირებელი სტრუქტურა.

უორენ დევიდსონის თქმით, მკაფიო მარეგულირებელი სტრუქტურა კომპანიებს მთელ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებს თავიდან აარიდეს.

კონგრესმენმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეგულაციის არარსებობამ ICO-ს ბაზარი სარისკო და პოტენციურად სახიფათო გახადა. დევიდსონი მხარს უჭერს რეგულაციას, რომელიც მომხმარებლის შემოწმებას ითვალისწინებს და ასევე აუცილებელ კომპონენტად მიაჩნია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემის შემოღებასაც.

“ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი კაპიტალი არის დაცული”,- აღნიშნა უორენ დევიდსონმა.

დევიდსონის აზრით, კრიპტო აქტივები ტრადიციული ფულადი საშუალებებისგან განსხვავებით უფრო მეტად მარტივად მოსახმარია. კონგრესმენი იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ციფრული და ტრადიციული ვალუტაც დაშვებულია და მხოლოდ მომხმარებელზეა დამოკიდებული რომელს მიანიჭებს უპირატესობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი